გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე მონაწილეობას ვიღებდი
ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივ პროგრამაში. ხორვატიაში, კერძოდ,
ორგანიზაცია “Amazonas”-ში ვიკავებდი სოციალური პროექტების ასისტენტის პოზიციას.
აღნიშნული როლის ფარგლებში მონაწილეობას ვიღებდი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და წარმართვის საკითხებში. გარდა აღნიშნულისა, სოციალური პლათფორმების საშუალებით ვამზადებდი საინფორმაციო ვიდეოებს, რომლებიც
ტოლერანტობის, თანასწორობისა და ემპათიის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას
ემსახურებოდა.

პროექტმა მომცა უნიკალური შანსი გავცნობოდი განსხვავებულ კულტურას, შემეძინა
მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლა კი უფრო თავდაჯერებულად შემიძლია
დავგეგმო მომავალი, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა.
_________________________
თამარი 11 თვით ხორვატიაში პროექტ “Building an inclusive society” ფარგლებში ორგანიზაცია Udruga Amazonas-ში ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამით მოხალისეობდა. ევროპის სოლიდარობის კორპუსი ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამაა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის. პროგრამა უნიკალური შანსია, აღმოაჩინოთ ახალი კულტურები, განივითაროთ საკუთარი თავი და წვლილი შეიტანოთ საზოგადოების განვითარებაში.
Comments
Post a Comment